saqarTvelos vakeebi - kaxaberis vake

 

დაბლობი ვაკე აჭარაში, ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილსა და მდინარე ჭოროხს შორის, ზღვის დონიდან 22 მ. კახაბრის ვაკე ჭოროხის ძველი დელტის ნაწილია. აგებულია მეოთხეული კენჭნარითა და ქვიშებით. სიგრძე 8 კმ, სიგანე 5 კმ. ვაკის უმეტეს ნაწილზე კულტურული ლანდშაფტია.